ირანული ხავერდულა

ირანული ხავერდულა

­

ირანული ხავერდულა (Erebia iranica Grum-Grshimailo, 1895), დღის პეპელა ხავერდულების ოჯახიდან. კავკასიის ფართო ენდემია. გავრცელების არეალია: კავკასიონი, სამხრ. კავკასია, მცი­რე აზია, ირანი.

საშ. ზომის მოშავო-­ყავისფერი პეპელაა, რ-ის ზედაპირი ხა­ვერდისებურია. ზედა ფრთების გარეთა ზედა კუთხეში ორი თეთრარშიიანი თვალუკი შეიმჩნევა; დანარჩენი გამყოლი თვალუკები კი თანდათან რედუცირდება და ქრება. ასეთივე თვალუკები ემჩნევა ქვედა ფრთების გარეთა კიდეზეც. კავკასიის ტერიტორიაზე მკვეთრად გამოირჩევა ი. ხ-ს ორი ქვე­სახეობა: E. iranica sheljuzhkoi Warren, 1935, რ-იც დიდ კავკასიონზეა გავრცელებული, და E. iranica dromulus Staundiger, 1901, რ-იც ძირითადად მცი­რე კავკასიონზე, სამხრ. სა­ქარ­თვე­ლო­ს­ა და სომხეთის მთიანეთში გვხვდე­ბა. ორივე ფრენს სუბ­ალ­პურ და ალპურ მდელოებზე 1900–2000 მ-იდან 3500 მ-მდე. მცი­რერიცხოვანია. ძირითადი მალიმიტირებელი ფაქტორი გადაჭარბებული ძოვებაა. რელიქტია. შეტანილია წითელ წიგნებსა და ნუსხებში (III კატეგორია).

ლიტ.: Батиашвили И. Д.,  Дидманидзе Э. А., Некоторые виды чешуекрылых Грузии, подлежащие охране насекомых, Ер., 1976; Д и д м а н и д з е  Э. А., Некоторые редкие и эндемичные виды крупных чешуекрылых Кавказа, хранящиеся в Гос. Музее Грузии, «Вестник Гос. Музея Грузии», 1987, т. 34-А; Д и д м а н и ­ д з е  Э. А. и др., О некоторых эндемичных, редких и исчезающих видах фауны Грузии: новые ориентиры к решению проблемы, Тб., 2002; Дидманидзе Э. А., Lepidoptera – Georgian biodiversity country study report, Tb., 1996.

ე. დიდმანიძე