ირმისბაწარა (Hericium coralloides), თეთრი, მარჯნისებრი ფორმის საჭმელი სოკო ზღარბასოკოების ოჯახისა. მისი თეთრი ან მოყვითალო ნაყოფსხეული დატოტვილია და მოფენილია გრძელი, თავდაპირველად თეთრი, შემდეგ კი მოყვითალო-ვარდისფერი ეკლებით. რბილობი თავიდან თეთრია და რბილი, შემდეგ – მოყვითალო და უხეში.
საქართველოში იზრდება ზაფხულში და შემოდგომაზე გამხმარ და დამპალ ფოთლოვან ხეებზე, განსაკუთრებით წიფელზე. საკვებად ვარგისია ნედლი.
ი. ნახუცრიშვილი
ა. ჯორჯაძე