ირმისმხალა (Serratula), მრავალ წლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. აქვს მარტოული ან საერთო ფარისებრ, იშვიათად, საგველა ყვავილედებად თავმოყრილი მრავალყვავილიანი კალათა ყვავილედები. 70-მდე სახეობა გავრცელებულია ევრაზიაში, ჩრდ. აფრიკაში, შუა აზიასა და კავკასიაში.
საქართველოში გვხვდება 4 სახეობა. იზრდება მშრალ ფერდობებზე, ტყეებსა და ტყისპირებზე მთის ზედა სარტყლამდე. ი-ს ზოგი სახეობა საღებავი და თაფლოვანი მცენარეა.