ისარა (Sagittaria), მცენარეთა გვარი წყლის მრავალძარღვასებრთა ოჯახისა. წყლის ან ჭაობის მრავალწლოვანი ბალახებია, აქვთ სამგვარი ფოთოლი: წყალში ჩაყურსული, მოტივტივე და საჰაერო. ერთსახლიანი ან ორსახლიანი მცენარეებია. ცნობილია 20-მდე სახეობა. უმრავლესობა გავრცელებულია ამერიკის ზომიერ და ტროპ. სარტყელში (მხოლოდ 3–4 სახეობაა ევრაზიაში).
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი გვხვდება 3 სახეობა. მათგან ერთი – ბრტყელფოთოლა ი. (S. platyphylla) შემოტანილია ჩრდ. ამერიკიდან. ი. იზრდება ჭაობებში, წყალსატევების ნაპირებზე, სარეველად – ბრინჯის ნათესებში. ხშირად დიდ ფართობზე ქმნის შალდამებს. ზოგ სახეობას შემოდგომაზე უვითარდება სახამებლით მდიდარი გორგლები, რ-ებიც იჭმება. ი. წყლის ფრინველების საკვებია. ზოგი სახეობა დეკორატიულია.