ისეცკი ლეონ ნი­კოლოზის ძე

ისეცკი

ისეცკი (ნამდვ. გვარი – ტ ე რ ი ო ა ნ ე ს ი ა ნ ი) ლეონ ნი­კოლოზის ძე [8(20). IX. 1890, თბილისი, – 10. V. 1946, იქვე], სომეხი მომღერალი (ბანი). სა­ქართვ. სახ. არტისტი (1943) და სომხ. დამს. არტისტი (1933).

1915 დაამთავრა თბილ. სამუსიკო სასწავლებელი. 1916-იდან გარდაცვალებამდე (შუალედებით) იყო თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. აქტიურად მონა­წილეობდა ალექსანდროპოლის (ახლანდ. გიუმრის) სომხ. საოპერო თეატრის (1923) და ერევნის ოპერისა და ბალეტის თეატრის (1933) დაარსებაში. პარტიებს ასრულებდა რუს., სომხ. და ქართ. ენებზე. ქართ. სცენაზე შეასრულა აბიოსა და ცანგალას (ზ. ფალია­შვი­ლის „აბესალომ და ეთერი" და „დაისი"), მეფე გიორგის (ა. ბა­ლანჩივაძის „დარეჯან ცბიერი"), მაკარის (ვ. დოლიძის „ქეთო და კოტე" და სხვ. პარტიები. აღსანიშნავია აგრეთვე სუსანინის (ა. გლინკას „ივან სუსანინი"), ბორის გოდუნოვის (მ. მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი"), გრემინის (პ. ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი") და სხვ. პარტიები.