ისელიძე ვლადიმერ ლევანის ძე

ვ. ისელიძე

ისელიძე ვლადიმერ ლევანის ძე (დ. 25. I. 1948, თბილისი), სპორტსმენი. წყალბურთელი, მწვრთნე­ლი. სსრკ სპორტის დამს. ოსტატი (1981). ევროპის ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1974). საერთაშ. კლასის სპორტის ოსტატი (1970). სა­ქართვ. დამს. მწვრთნე­ლი (2014).

დაამთავრა სპი (1972) და სსრკ შსს აკადემია (1986, მოსკოვი).

სპორტული კარიერა დაიწყო 1961. თამაშობდა „თბილისის დინამოში" (1965–81; გუნდის კაპიტანი). იყო სსრკ ნაკრების წევრი (1967–80); სსრკ ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1966); სა­ქართვ. ნაკრების შემადგენლობაში სსრკ ხალხთა VII სპარტაკიადის (1979), მეორე და IV სპარტაკიადის მესამე პრიზიორი (1967); ორივე სპარტაკიადის საუკეთესო ბომბარდირი. სსრკ ახალ­გაზრ­დუ­ლი ნაკრების შემადგენლობაში (1967, გერ­მანია; 1968, კუბა) „ოლიმპიური თამაშების იმედის" ტურნირებში ­გამარჯვებული. მსოფლიო სტუდენტური თამაშების (უნივერსიადა) ორგზის გამარჯვე­ბული (1970, 1973) და საუკეთე­სო ბომბარდირი (1973). ­მრავა­ლი საერთაშ. ტურნირის (მ. შ. „ახალზე­ლანდიური თამაშების" 1975, კრაისჩერჩი) გამარჯვებული. სპორტ­საზოგადოება „დინამოს" საბ­ჭოს ხელმძღვა­ნელი (1990–94). 2009-იდან სა­ქართვ. წყალბურთელთა ნაკრები გუნდის მთ. მწვრთნელი.

დაჯილდოებულია ღირ­სების ორდენით (2003).