ისლანდიური ხავსი

ისლანდიური ხავსი

ისლანდიური ხავსი (Cetraria islandica), მოყავისფრო, მომწვანო-მოყავისფრო ბუჩქისებრი ლიქენი. მისი სიმაღლე 12 სმ აღწევს. იზრდება უპირატესად ქვიშიან ნიადაგზე შორეულ ჩრდ-ში, სამხრ-ით – მთაში.

სა­ქარ­თვე­ლო­ში გვხვდება ძირითადად ზ. დ. 1800 მ-ზე ზემოთ. ტუნდრაში ირმის ძირითადი საკვებია. შეიცავს ნახშირწყლებს – ლიქენინსა და იზოლიქენინს. გამოიყენება მედიცინაში.

ც. ინა­შვი­ლი