„ისტორიანი“

ისტორიანი

„ისტორიანი“, ყოველთვიური ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი. გამოიცემა საქართველოში 2011 იანვრიდან.

„ი." არის ჰოლდინგ „კვირის პალიტრის" და ჯ. სამუშიას (მთ. რედაქტორი) ერთობლივი პროექტი, რ-ის ძირითადი მიზა­ნია ისტორიის პოპულარიზაცია. ჟურ­ნალში იბეჭდება როგორც ცნობილ მეცნიერთა, ასევე ახალგაზრდა მკვლე­ვართა ნაშრომები.

„ი-მა" გამომცემლობა „პალიტრა L-თან" ერთად, არაერთი საინტერესო პროექტი განახორციელა: საისტორიო რომანების გამოცემა, "50 პერსონა – მათ შექმნეს ისტორია", „სა­ქარ­თვე­ლოს ილუსტრირებული ისტორია", "ქართველი მეფეები" და სხვ.