იტალიურ-ქართული ლექსიკონი

იტალიურ-ქართული ლექსიკონი

იტალიურ-ქართული ლექსიკონი, ანო­ნი­მუ­რი ლექ­სი­კო­ნი, ცნო­ბი­ლი „გო­რუ­ლი ლექ­სი­კო­ნის" სა­ხე­ლით. მას გა­რე­კან­ზე იტა­ლი­ურად აწე­რია – „ეს წიგ­ნი და­წე­რილია 1724 წელს". წარ­წე­რა ფურცლის ბო­ლოს, შუა ად­გილ­ზეა; იმა­ვე გვერდ­ზე, ზე­მოთ, მარ­ჯვე­ნა მხა­რეს, წე­რია თა­რი­ღი – 1787, ხოლო მე­ო­რე გვერდ­ზე, სა­დაც წარმო­დგე­ნი­ლია ქართ. ან­ბა­ნის სა­მივე სა­ხე­ო­ბა, სხვა თა­რი­ღი – 1750, რ-­საც მო­სდევს წარ­წე­რა ნუსხუ­რი ასო­ე­ბით: „უფა­ლო წარუ­მარ­თე ჯე­რო­ლი­მოს" („ღ~ო წარ­მარ­თე ჯერო­ლი­მოს"). არსებობს მოსაზრება, რომ ლექ­სი­კო­ნი შე­ქმნი­ლია მო­ხსენი­ე­ბულ­ზე უფ­რო ად­რე, რად­გან იგი გამო­ყე­ნე­ბუ­ლია ს.-ს. ორ­ბე­ლია­ნის „ლე­ქ­სი­კო­ნი ქარ­თუ­ლის" B რე­დაქ­ცი­ის (1715–16) და­ნართ­ში.

იტა­ლი­უ­რად და­წე­რი­ლი ქართ. ენის გრა­მა­ტი­კა და ი.-ქ. ლ. აღწე­რა ე. მეტ­რე­ველ­მა (ხელ­ნა­წერთა აღწერილო­ბა, I, 1957, გვ. 459), მეც­ნი­ე­რუ­ლად შე­ის­წავ­ლა ნ. ორლოვ­სკა­ი­ამ.

ლექ­სი­კო­ნი შე­ქმნი­ლია ბერ­ნარდე ნე­ა­პო­ლე­ლის „იტა­ლი­ურ-ქართუ­ლი ლექ­სი­კო­ნის" პრინ­ცი­პე­ბით, ოღონდ სა­ლექ­სი­კო­ნო ერ­თე­ულ­თა გრამატ. და­ხა­სი­ა­თე­ბა აქ უფ­რო სრუ­ლია. ლექ­სი­კონს წინ უძღვის 33-გვერ­დი­ა­ნი გრამატ. მიმო­ხილვა სა­ხელ­თა და ზმნა­თა ვრცე­ლი პა­რა­დიგ­მე­ბით, რ-ებიც წი­ნა­და­დებებ­შიც არის წარმოდგე­ნი­ლი. გრამატ. ნა­წილ­ში სა­ხე­ლი წარმო­დგე­ნი­ლია ექვს ბრუნ­ვა­ში:


N. მა­მა–მა­მე­ბი,
G. მა­მის ან მა­მი­სა–მა­მე­ბი­სა,
D. მა­მა­სა–მა­მებ­სა,
Acc. მა­მა–მა­მე­ბი,
V. მა­მაო–მა­მე­ბო,
Abl. მა­მი­სა­გან–მა­მე­ბი­სა­გან.

თან­ხმო­ვან­ფუ­ძი­ან სა­ხელ­თა­გან ნაბ­რუ­ნე­ბია პუ­რი, ხმო­ვან­ფუ­ძიან კვე­ცად სა­ხელ­თა­გან – მა­მა და მზე, უკ­ვე­ცელ­თა­გან – კომ­ბოს­ტო და ძუ­ძუ. ბრუნ­ვა­თა ფორ­მე­ბი რამდე­ნი­მე თვალ­საზ­რი­სით იქ­ცე­ვენ ყუ­რა­დღე­ბას: (1) ნათ. ბრუნ­ვა­ში ყვე­ლა სა­ხელ­თან ნაჩ­ვე­ნე­ბია როგორც გა­უვ­რცო­ბე­ლი, ისე გა­ვრცობი­ლი ფორ­მა: მა­მის – მა­მი­სა და ა. შ.; (2) უკ­ვე­ცე­ლი სა­ხე­ლე­ბი ნათ. ბრუნ­ვა­ში მხო­ლოდ ა-თი გა­ნივ­­ რცო­ბა: კომ­ბოს­ტო­სა და მისთ. არ გვხვდე­ბა: კომ­ბოს­ტო­სი, ძუ­ძუ­სი; (3) წოდ. ბრუნ­ვა­ში ო-ს გვერ­დით ვ-ც ჩნდე­ბა: მზევ; (4) სა­ხე­ლე­ბი მრ. რი­ცხვ­ში ძი­რი­თა­დად -ებ სუფიქ­სით არი­ან წარმო­დგე­ნი­ლი: -თ სუ­ფიქ­სი­ა­ნი ფორ­მა სა­ხელ­თა მრ.­ რი­ცხვ­ში არ გვხვდე­ბა, ნ სუ­ფიქ­სიც მხო­ლოდ ორ შე­მთხვე­ვა­შია დამოწ­მე­ბუ­ლი (ძუ­ძუ­ნი, ძუ­ძუ­ნო).

გო­რუ­ლი მე­ტყვე­ლე­ბის თვალსაზ­რი­სით, სა­ყუ­რა­დღე­ბოა მოზმნის­წი­ნის მო- || მა- ვა­რი­ან­ტე­ბის კა­ნონ­ზო­მი­ე­რი მო­ნაც­ვლე­ო­ბა: I ობი­ექ­ტ. პი­რის მ- პრე­ფიქ­სის წინ მა- გვხვდე­ბა, სხვა შე­მთხვე­ვა­ში – მო-; მა­გ.: მა­მი­ტა­ნა, მაგ­რამ მო­გიტა­ნა; მამ­ცე­მენ, მაგ­რამ მო­გცე­მენ; მამ­წე­რე, მაგ­რამ მო­გვწე­რე და სხვ.

მორფოლ. თვალ­საზ­რი­სით ყურა­დღე­ბას იქ­ცევს სა­ხე­ლი მზე -ებ სუ­ფიქ­სი­ან მრავ­ლო­ბით­ში. ეე კომპ­ლექ­სი ყველ­გან მარ­ტი­ვი ე ხმოვ­ნით არის წარმო­დგე­ნი­ლი: მზე­ბი, მზე­ბი­სა, მზებ­სა და სხვ. ეს ქარ­თლუ­რი მე­ტყვე­ლე­ბის თავისებურებად უნ­და მი­ვიჩ­ნი­ოთ. ამით რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლია ფო­ნე­მა­ტუ­რი წესი, რ-იც კრძა­ლავს ხმო­ვან­თა კომბი­ნა­ცი­ებს მო­რფე­მა­თა ფარ­გლებში. ფ.-მ. მა­ჯოს პა­რა­დიგ­მე­ბიც ამას უჭერს მხარს.

რო­გორც ლექ­სი­კო­ნის შე­სა­ვალ გრამატ. ნა­წილ­ში, ისე სა­ლექ­სიკო­ნო სტა­ტი­ებ­ში ზმნა­თა უღ­ლე­ბა საკ­მა­ოდ სწო­რად არის წარმო­დგენი­ლი; მაგ.:

1. Presente – აწ­მყო: „მე მი­ყვარს: შენ გიყ­ვარს: იმას უყ­ვარს; ჩვენ გვიყ­ვარს: თქვენ გიყ­ვარსთ: იმათ უყ­ვარსთ"; 2. Imperfetto – ნამ­ყო უს­რუ­ლი: „მე მი­ყვარ­და: გი: უ; P. გვიყ­ვარ­და: თ: თ". გი აქ მე­ო­რე პი­რის ფორ­მაა: გიყ­ვარ­და, უ- კი – მე­სა­მი­სა – უყ­ვარ­და; P. გამო­ხატავს მრ. რიცხვს (Plurale); თ მე­ო­რე და მე­სა­მე პი­რებ­ში ნიშ­ნავს იმას, რომ მხო­ლოო­ბი­თის ფორ­მა უცვლე­ლად მე­ორ­დე­ბა, მრ. რი­ცხვ­ში მათ მხო­ლოდ -თ სუ­ფიქ­სი ემა­ტებათ; 3. Perfetto – ნა­მყო სრუ­ლი: „მე შე­მიყ­ვა­რე: შეი, შე­იყ­ვა­რა; P. თ:თ: შე­იყ­ვა­რეს"; 4. 2do perfetto – მე­ო­რე ნამ­ყო სრუ­ლი: „მე შე­მიყ­ვა­რე­ბია: შე­გი: შეუ; P. შე­გვიყ­ვა­რე­ბია: თ:თ"; 5. Piu che Perfetto – ნამ­ყო უს­რუ­ლესი (ე. ი. უფ­რო ნამ­ყო სრუ­ლი): „მე შე­მეყ­ვა­რა: შე­გე: შეე; P. შე­გვეყვა­რა: თ:თ"; 6. Futuro – მყო­ფა­დი: „მე შე­ვიყ­ვა­რებ: შეი: შე­იყ­ვა­რებს; P. თ:თ: შე­იყ­ვა­რე­ბენ"; 7. Imperativo – ბრძა­ნე­ბი­თი: „შენ შე­იყ­ვა­რე; იმან შე­იყ­ვა­როს: ჩვენ შე­ვიყ­ვა­როთ; თქვენ შე­იყ­ვა­რეთ: იმათ შე­იყ­ვარონ"; 8. Presente et Imperfetto dell’ ottativo – აწ­მყო­სა და ნამ­ყო უს­რუ­ლის ნატ­ვრი­თი: „ნე­ტამც მე მი­ყვარ­დეს: გი: უ; P. გვი: გი: უყ­ვარ­დესთ"; 9. Perfetto (ივა­რა­უ­დე­ბა „ნატ­ვრი­თის ნამ­ყო სრუ­ლი"): „ნე­ტამც მე შე­მეყვა­როს; შე­გე: შეე; P. შე­გვეყ­ვა­რო: თ:თ"; 10. Piu che Perfetto (ივა­რა­უდე­ბა ნატ­ვრი­თი კი­ლოს ნამ­ყო უსრუ­ლე­სი): „ნე­ტამც მე შე­მეყ­ვა­რა; შე­მდეგ რო­გორც თხრო­ბით კი­ლოში"; 11. Futuro (ივა­რა­უ­დე­ბა ნატვრი­თი კი­ლოს მყო­ფა­დი): „რომ მე შე­ვიყ­ვა­რო: შე: შე­იყ­ვა­რო; P. თ:თ: შე­იყ­ვა­რონ"; 12. Coniuntivo Presente – კავ­ში­რე­ბი­თის აწ­მყო: „როს შევიყ­ვა­რო..." (იმე­ო­რებს ნატ­ვ­რითს).

თვით ლექ­სი­კონ­ში ავ­ტო­რი არ ას­ხვა­ვებს ნატ­ვრი­თი და კავ­ში­რები­თი კი­ლოს ფორ­მებს, ისი­ნი მხოლოდ ნე­ტამც ნა­წი­ლა­კითა და რომ კავ­ში­რით გან­სხვავ­დე­ბი­ან ერ­თიმე­ო­რი­სა­გან.

გო­რუ­ლი ანო­ნი­მუ­რი ი.-ქ. ლ-ის გრამატ. ნა­წილ­ი არ­სე­ბი­თად მიჰყვე­ბა ფ.-მ. მა­ჯოს გრა­მა­ტი­კას. ანო­ნი­მი ქართ. ენას უკეთ ფლობს, მაგ­რამ გრამატ. დე­ბუ­ლე­ბე­ბი და მა­გა­ლი­თე­ბიც კი ფ.-მ. მა­ჯო­სა­გან გა­დმო­უ­ღია. ის მცი­რე­ო­დე­ნი განსხვა­ვე­ბა, რა­ზე­დაც ლი­ტ-­რა­ში მიუ­თი­თე­ბენ (ნ. ორ­ლოვ­სკა­ია), იმ­დენად გრამატ. კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას არ ეხე­ბა, რამ­დე­ნა­დაც გან­სხვა­ვე­ბას სა­ა­ნა­ლი­ზო მა­სა­ლის მი­ხედ­ვით: ფ.-მ. მა­ჯო აა­ნა­ლი­ზებ­და გორუ­ლი დი­ა­ლექ­ტის სა­მე­ტყვე­ლო ფორმებს, ანო­ნი­მი კი – ქარ­თლუ­რისას. ანო­ნი­მის გო­რუ­ლი ლექ­სი­კონი გრა­მატ. და­ნარ­თე­ბით და ში­გა ჩანართე­ბით ერ­თგვა­რი შე­ჯა­მე­ბაა იმ დე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა, რ-ე­ბიც მა­ნა­მდე ჩამო­ა­ყა­ლი­ბეს ქართ. ენის­თვის ფ.მ. მა­ჯომ, ბერ­ნარ­დე ნე­ა­პო­ლელ­მა და სხვ. მი­სი­ო­ნე­რებ­მა.

სა­კუთ­რივ ლექ­სი­კონს და­ახ­ლო­ებით 250 გვერ­დი უკა­ვია.

ან­ბან­ში წარმო­დგე­ნი­ლი ჴ, ჲ, ჵ, ჱ, ჳ ასო­ე­ბი­დან ლექ­სი­კონ­ში გამო­ყე­ნე­ბუ­ლია ჴ, თუმ­ცა არა ყველა სა­ჭი­რო შე­მთხვე­ვა­ში. მაგ., ხელი ჩა­წე­რი­ლია ხ ასო­თი (Mano), ჴელ-ეჩო სი­ტყვა­ში კი იგი­ვე ხე­ლი ჴ ასო­თია ჩა­წე­რი­ლი (Ascetta), ჴ გვხვდე­ბა სხვა სი­ტყვებ­შიც: მოჴდა (Beretta), კლდის-ჴმა (Echo), თიჴა (Creta). წყვილ­ბა­გის­მი­ე­რი თანხმო­ვა­ნი უ გამო­ყე­ნე­ბუ­ლია ძუ­ი­რი (Costa) სი­ტყვა­ში.

ლექ­სი­კო­ნის ორ­თოგ­რა­ფია საშ. ქარ­თუ­ლის ბო­ლო პე­რი­ო­დი­საა: ჩვენ, ნა­ძვი, თქვენ და სხვ.

ზმნე­ბი ლექ­სი­კონ­ში წარ­მო­დგენი­ლია აწ­მყოს ფორ­მით, მი­წე­რილი აქვთ უწყვეტ­ლის, წყვე­ტი­ლის, I თურ­მე­ო­ბი­თის, II თურ­მე­ო­ბი­თისა და მყო­ფა­დის ფორ­მე­ბი, მაგ., „Accendere ვან­თებ: დი: ავან­თე: ამინ­თია: ამენ­თო: ავან­თებ' (დი აქ გამო­ხა­ტავს უწყვეტ­ლის ფორ­მას – ვან­თებ­დი)...

სა­ხე­ლე­ბი ხში­რად წარ­მო­დგე­ნილია სე­მან­ტი­კუ­რი ვე­ლე­ბით, მაგ., „Colomboaio – მტრე­დი, სა­ტრე­დო"; Fra­tel­lo, Gemal­lo – ძმა, ტყუ­პი; მომდევ­ნო სტრი­ქონ­ზე წარ­მო­დგე­ნილია ძმო­ბა, ძმო­ბი­ლო­ბა, ძმო­ბი­ლი (Fratellaza : to); „Albero : otto – ხე, ბაყი­ლო" (otto – გადა­ი­წე­რე­ბა; ; Alberotto – ახალგამო­ტა­ნი­ლი ყლორ­ტია).

ლექ­სი­კო­ნის ბო­ლოს ჩამო­წე­რილია არაბ. ციფ­რე­ბი მა­თი ქართ. და­სა­ხე­ლე­ბით: ერ­თი, ორი... ამათ მო­სდევს რი­გო­ბი­თი რი­ცხვის ფორ­მე­ბი: მე­ერ­თე, მე­ო­რე... რი­ცხვ­თა შემ­დეგ ჩამო­წე­რი­ლია წყვის ერ­თეუ­ლე­ბი: ლიტ­რა, ჩა­რე­ქა, სა­თლი, რუ­ბი..., შემ­დეგ – ფუ­ლის ერ­თეუ­ლე­ბი: აბა­ზი, უზალ­თუ­ნი, ფლური... სულ ბო­ლოს მო­ქცე­უ­ლია საეკლ. ტერ­მი­ნე­ბი: ბზო­ბა, აღ­დგომა, ამაღ­ლე­ბა და სხვ. ლექ­სი­კო­ნი მთავ­რდე­ბა შე­გო­ნებით: „ადა­მის ტო­მო : მო­ი­გო­ნე : რომ : მი­წა : ხარ : და : მი­წათ : გარ­და­იქ­ცე­ვი".

ლიტ.: უ თ უ რ ­გ ა ­ი ­ძ ე  თ., ქარ­თუ­ლი ენის შე­სწავ­ლის ის­ტორია, თბ., 1999; О р л о в с к а я  Н. К., Анонимная гру­зинская грамматика XVIII в. на итальянском языке, «თსუ შრო­მე­ბი», 1959, ტ. 75.

თ. უთურ­გა­ი­ძე