იუბეა

იუბეა

იუბეა (Jubaea), მერქნიან მცენარეთა გვარი პალმების ოჯახისა. მისი ერთადერთი სახეობაა წარმოსადეგი ი. (J. spectabilis). 15 მ-მდე სიმაღლის ხეა. ღეროს წვერზე ფრთისებრ განკვეთილი და ოდნავ რკალივით მოხრილი ფოთლები სხედან (40 წელზე მეტი ხნის მცენარეს 60–100 ასეთი ფოთოლი აქვს). ნაყოფი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა საკვებად. თესლი 35%-მდე ზეთს შეიცავს. ფოთლებს ქოხების სახუ­რავად იყე­ნებენ; მისგან იღებენ აგრეთვე ბოჭკოს. ღეროს გამონაჟონი ტკბილი წვენისგან ამზადებენ ბადაგს, ხდიან არაყს.

ი. გვხვდე­ბა სამხრ. ამერიკაში, წყნარი ოკეანის სანაპიროზე, სა­ქარ­თვე­ლო­ში – შავი ­ზღვის სანაპიროზე. აშენებენ დეკორატიულ მცენარედ.