იურჩიხინი თედორე (ფეოდორ) ნიკოლოზის ძე

თ. ნ. იურჩიხინი

იურჩიხინი თედორე (ფეოდორ) ნიკოლოზის ძე (დ. 3. I. 1959, ბათუმი), კოსმონავტი.

1976 დაამთავრა ბათუმის კოროლიოვის სახ. მე-5 საშ. სკოლა, 1983 – მოსკოვის საავიაციო ინ-ტის საფრენი აპარატების ფაკ-ტი ინ­ჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით, 2001 – რუსეთის სა­ხელმწ. სამსახურის აკადემია.

ხუთჯერ მიიღო მონაწილეობა კოსმოსურ ექსპედიციებში, ხუთჯერ გავიდა ღია კოსმოსში, საერთო ხანგრძლივობით 31 სთ 54 წთ.

არის „საპატიო ბათუმელი" (2013). მიღებული აქვს რუსეთისა და საბერძნეთის სამთავრობო ჯილდოები.