იფნურა (Dictamnus), მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ტეგანისებრთა ოჯახისა.
საქართველოში გვხვდება 2 სახეობა: კავკასიური ი. (D. caucasica) და შიშველსვეტიანი ი. (D. gymnostylis). გავრცელებულია მეტწილად ტყისპირებზე, ნათელ ტყეებში, ბუჩქნარებსა და ნაკაფებში, აგრეთვე სტეპებში. მცენარე მოფენილია შავი ჯირკვლებით, რ-ებიც დიდი რაოდენობით გამოყოფენ (განსაკუთრებით ყვავილობისას) აალებად ეთეროვან ზეთებს.
ლ. ხინთიბიძე