იაპონური სოფორა

იაპონური სოფორა

  იაპონური სოფორა (Sophora japonica) L., ხე პარკოსანთა Fabaceae (Leguminosae) ოჯახიდან. საქართველოში 5 მეტრამდე იზრდება. ტოტები გლუვია, ღია მწვანე ფერის, დაფარულია მეჭეჭებით. ფოთლები კენტფრთართულია, 7–15 კიდემთლიანი, ფორმით კვერცხისებრი ან ოვალურია, წვერში წაწვეტებული. ზემოდან მუქი მწვანეა, ქვემოდან მონაცრისფრო, თეთრი ბეწვით შებუსვილი ფოთოლაკებით. ფოთლის ყუნწის ძირი მნიშვნელოვნადაა გაგანიერებული; ღია მოყვითალო ფერის ყვავილები კენწრულ საგველა ან მტევნისებრ ყვავილედებშია შეკრებილი. ნაყოფი 6–8 სმ სიგრძის ხორცოვანი, წვნიანი, უხსნადი, შეჭყლეტილ-ცილინდრული ფორმის პარკია. ფერად მწვანეა, ყვითლად მოარშიებული. თესლები პარკის გაგანიერებულ ნაწილებში ზის. ნაყოფი ხეზე ზამთარშიც რჩება. ყვავის ივლის-აგვისტოში.

ს ა ­ქ ა რ ­თ ვ ე ­ლ ო ­შ ი XIX ს-ში შემოიტანეს ბათუმსა და სოხუმში. სა­ქარ­თვე­ლო­ში 5 მ-მდე იზრდება. მრავლადაა თბილისის და აღმ. საქარ­თვე­ლოს ქალაქების პარკებში. გვალვაგამძლე, სითბოს მოყვარული მცენარეა. ნიადაგისადმი რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნა არა აქვს. თესავენ შემო­დგო­მაზე ან გაზაფხულზე.

გამოიყენებოდა ემპირიულ მედიცინაში. თაფლოვანი მცენარეა.