იყალთო, სოფელი თელავის მუნიციპალიტეტში (კახეთის რეგიონი), გომბორის ქედის ჩრდ.-აღმ. კალთაზე. სათავო სოფელი. ზ. დ. 640 მ, თელავიდან 8 კმ. 2,0 ათ. მცხ. (2014).
ი-შია ბოჭორმის, ღვთისმშობლის, იოანე მახარებლის, კვირაცხოვლის, მიქაელ მთავარანგელოზის, იოანე ნათლისმცემლის, წმ. სტეფანეს, წმ. ელიას, წმ. გიორგისა და ციხისჯვრის ეკლესიები. ი-ს მიდამოებშია იყალთოს სამონასტრო კომპლექსი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, შოთა რუსთაველის სახ. სახალხო უნ-ტი.