ისაკაძე ელდარ ალექსანდრეს ძე

 

ე. ისაკაძე

ისაკაძე ელდარ ალექსანდრეს ძე [5. I. 1936, თბილისი, – 27. VII. 2005, ინგოლშტადტი (გერმანია)], ვიოლონჩელისტი და პედაგო­გი. საქართვ. სახ. არტისტი (1983).

1954– 57 სწავლობდა თბილ. სა­ხელმწ. კონსერვატორიაში (­ხელმძღვ. – გ. ბარნაბი­შვი­ლი), 1957–60 – მოსკ. კონსერვატორიაში (ხელმძღვ. – ს. კნუშევიცკი). 1962–90 თბილ. კონსერვატორიის პე­დაგოგი იყო (1984-იდან – პროფე­სორი). 1974–76, კაიროს (ეგვიპტე) კონსე­რვატორიაში მოღვაწეობდა. 1990–94 უკრავდა ინგოლშტადტის კა­მერულ ორკესტრში, რ-საც მისი და – ლ. ისაკაძე ხელმძღვანელობდა. 1994-იდან იქვე დ. ოისტრახის სახ. მუს. აკად. პედაგოგი იყო.

ი-ის შემოქმედებისათვის დამახასია­თებელია მაღალი საშემსრულებლო კულტურა, ხალასი ექსპრესია და ტემპერამენტი. რეპერტუარში ჰქონ­და კლასიკური მუს. არაერთი ნიმუში. იგი ­ქართვ. კომპოზიტორთა მრავალი ნაწარმოების (ო. თაქთაქი­შვი­ლისა და ს. ცინცაძის სავიოლონჩელო კონცერტები და სხვ.) პირველი შემსრულებელი იყო. მანვე სა­ქართვე­ლო­ში პირველმა შეასრულა ს. პროკოფიევის კონცერტი-სიმფონია და დ. შოსტაკო­ვიჩის N1 კონცერტი. გასტროლებს მართავდა სსრკის ქალაქებში და საზღვარგარეთ.

გ. ტორაძე