ინდაური, ფრინველი ქათმისნაირთა რიგისა. მოიცავს 2 გვარის თითო სახეობას: ჩ ვ ე უ ლ ე ბ რ ი ვ ი ი. (Meleagris gallopavo) – – გავრცელებულია აშშ-ის სამხრ.-აღმ-ით და მექსიკაში, კ ო პ ლ ე ბ ი ა ნ ი ი. (Agriocharis ocellatus) – ბინადრობს ცენტრ. ამერიკაში.
შ ი ნ ა უ რ ი ი. წარმოიშვა ჩვეულებრივი ი-საგან. ის თავისი გარეული ნათესავებისაგან დიდი ზომითა და წონით განსხვავდება. შინაურ ფრინველთა შორის ი. ყველაზე დიდია და მას სახორცედ ამრავლებენ. მოზრდილი ი-ს მასაა 12–16 კგ, ყველაზე დიდი – 20 კგ-მდე. კვერცხს დებს მე-10, მე-11 თვიდან, ჩვეულებრივ, იანვარ-მარტში (წელიწადში დაახლ. 90 კვერცხი, ყველაზე მეტი – 150-მდე), კვერცხის მასაა 80–88 გ. მისი ინკუბაცია 28 დღ-ღ გრძელდება. შემოდგომაზე თითო ი-გან შეიძლება გამოვზარდოთ 40–60 და მეტი ფრთა მოზარდეული, რაც 3–4 მეინდაურეობა კარგადაა განვითარებული ინგლისში, აშშ-ში, კანადაში, რუსეთსა და უკრაინაში.
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი ი. რუსეთიდან შემოიყვანეს XVIII ს-ში. გავრცელებულია შინაური ი-ის მრავალი ჯიში: ფართომკერდა, ბრინჯაოსფერი, ინგლისური და ჰოლანდიური თეთრი, ბელტსვილური და სხვ. საქართველოში ხშირია შინაური ი-ის პოპულაცია – შავი, ბრინჯაოსფერი, ნაცარა, ჩალისფერი და სხვ.
ჩალისფერი ი-ის სამშობლოდ ამერიკა ითვლება. გავრცელების არეალის მიხედვით განასხვავებენ თიანეთის, დუშეთის, კახეთისა და დას. საქართველოს ი-ებს, მ. შ. შედარებით მაღალპროდუქტიულია დუშეთ-თიანეთისა, რ-ებიც იყენებენ ბუნებრივ საძოვრებს და ახასიათებთ გასუქების კარგი უნარი. 7–8 თვის ასაკში თითქმის ზრდასრულია, იძლევა გემრიელ ხორცს, დედლების ცოცხალი მასაა 5–6 კგ, ხოლო მამლებისა – 9–10 კგ.
XX ს. 50-იან წლებში ზოოვეტერინარული ინ-ტის პროფ. ნ. ანთაძემ კრწანისის სასწ. ექსპერ. მეურნეობაში ხალასი მოშენების გზით გამოიყვანა ჩალისფერი ი-ის ადგილ. ჯიშური ჯგუფი.
ი-ის ხორცში დიდი რაოდენობით არის ფოსფორი, ამ მხრივ ის თევზს უტოლდება, შეიცავს PP ვიტამინსაც, მისი თეთრი ხორცი განსაკუთრებით მდიდარია ცილებით, რკინით, გამოირჩევა მცირე ცხიმიანობით, დაბალი კალორიულობით, გემრიელია, ორგანიზმიც კარგად ითვისებს; დიეტური პროდუქტია.
ლიტ.: მიტიჩაშვილი რ., ნოზაძე რ., ჩ ა გ ე ლ ი შ ვ ი ლ ი ა ., ფრინველის გენეტიკა და სელექცია, თბ., 2010.
ნ. ანთაძე
რ. ნოზაძე