თეთნულდი

თეთნულდი

თეთნულდი, მწვერვალი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდ. ადიშჭალის (ენგურის მარჯვ. შენაკადი) სათავეებში. სიმაღლე 4858 მ. აგებულია პალეოზოური ასაკის კრისტ. ფიქლებითა და გრანიტოიდებით. კალთებზე არის მყინვარები.

1887 თ-ზე პირველად ავიდნენ დ. ფრეშფილდი და მ. დეში ორ მეგზურთან ერთად, 1891 – გ. მერცბახერი და ლ. პურჩელერი ასევე ორ მეგზურთან ერთად. 1930 თ. დალაშქრეს ქართველმა მთამსვლელებმა: ალექსანდრე ჯაფარიძემ (ხელმძღვ.) ალექსანდრა ჯაფარიძემ ი. კაზალიკაშვილმა ა. ავალიანმა.

თ-ზე ალპინისტების ს. ჯაფარიძის და პ. დვალის დაღუპვის (1929) გამო მწვერვალის სამხრ.-დას. კალთის გაშიშვლებულ კლდეზე მიმაგრებული იყო მემორიალური დაფა. ამ ადგილს „ჯაფარიძის მოწმეები" ეწოდება.

1954 ქართვ. მთამსვლელებმა მ. გვარლიანმა (ხელმძღვ.), გ. გულბანმა, გ. ყალაბეგაშვილმა, დალაშქრეს სამხრ.-აღმ. პამირის უსახელო მწვერვალი რ-საც დაარქვეს „თეთნულდზე დაღუპულთა ხსოვნის მწვერვალი".

2016 გაიხსნა მულახის თემში შემავალი, საერთაშორისო სტანდარტების სამთო-სათხილამური კურორტი „თეთნულდი". კურორტი ზ. დონიდან 2200 მ სიმაღლეზე მდებარეობს. მას შეუძლია 6806 დამსვენებლის მიღება. სათხილამურო კომპლექსი კი ერთდროულად 4100 მოთხილამურეს ემსახურება.

ე. ლოლუა

მ. უთმელიძე