თეთრეკალა

თეთრეკალა

სობისურა (Lycium), მცენარეთა სამხრეთამერიკული გვარი ძაღლყურძენასებრთა ოჯახისა. მეტ-ნაკლებად ეკლიანი ბუჩქებია, 100-მდე სახეობა გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროს ზომიერ და სუბტროპ. სარტყლებში.

საქართველოში გვხვდება მხოლოდ ერთი სახეობა – წითელნაყოფა თ. (L. barbarum), მისი სიმაღლეა 1,5–2 მ ქვევით რკალივით გადაღუნული წვრილი გრძელი ტოტები აქვს. მოგრძო ლანცეტა ფოთლები თითო-თითოდ ან ჯგუფ-ჯგუფად სხედან. ყვავილები ღია იისფერია. იზრდება მხოლოდ ქართლსა და იმერეთში. კულტივირებულია, ადვილად ველურდება. ქმნის რაყას, უმთავრესად – გზის პირებზე. თბილისსა და სოხუმის ბოტან. ბაღებში უხვად ყვავილობს და ისხამს ნაყოფს. მრავლდება თესლით, კალმით და ბუჩქის დაყოფით. იყენებენ ცოცხალ ღობედ.