თერო (Lathyrus tuberosus), მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე პარკოსანთა ოჯახისა. აქვს 25–100 სმ-მდე სიმაღლის კარგად შეფოთლილი ღერო, მეწამული წითელი სურნელოვანი ყვავილები. ფართოდ გავრცელებული მცენარეა. საქართველოში თითქმის ყველგანაა – მდელოებზე, ბუჩქნარებში, მდინარეთა ტერასებზე, ნათესებში და რუდერულ ადგილებზე დაბლობიდან მთის შუა სარტყლამდე. თაფლოვანია.
ი. ლაჩაშვილი