გომბორის ქედი

გომბორის მთა

გომბორის ქედი, ც ი ვ - გ ო მ ბ ო რ ი ს ქ ე დ ი, კავკასიონის მთათა სისტემასთან დაკავშირებული ქედი. შახვეტილის მთასთან ებმის მთავარი ქედის სამხრ. ტოტს - კახეთის ქედს. მიმართულია ჩრდიდან სამხრ.-აღმ-კენ. სიგრძე 107 კმ. უმაღლესი მწვერვალი ცივი (ზ. დ. 1991 მ ). აგებულია ძირითადად ცარცული და მესამეული ასაკის დანალექი წყებებით. წარმოადგენს მდინარეების ალაზნისა და ივრის წყალგამყოფს. ჩრდ. კალთა ჩაჭრილია მდინარეების ორვილის, ხოდაშნისხევის, თურდოს, კისისხევის, ვანთისხევის, ჭერმისხევის, ფაფრისხევის, ხოლო სამხრ. კალთა – გომბორის, ლაფიანხევისა და სხვ. ხეობებით. დამახასიათებელია მეწყრები, ბედლენდები, ქედზე არის ხელოვნური გამოქვაბულებიც. ქედის თხემზე მეორეული სუბალპ. მდელოებია, კალთებზე – ფოთლოვანი ტყე და ზოგან ფიჭვნარი.

ლ. მარუაშვილი