თეთრმუცელა სელაპი

თეთრმუცელა სელაპი

თეთრმუცელა სელაპი (Monachus monachus), ძუძუმწოვარი ცხოველი ნამდვილი სელაპების ოჯახისა. გავრცელებულია კანარისა და მადეირის კ-ების ზონაში, აღმ-ით – ხმელთაშუა ზღვის გავლით შავ ზღვაში, ბულგარეთისა და რუმინეთის სანაპიროებთან. მეტად იშვიათი, მცირერიცხოვანი და გადაშენების გზაზე მდგარი ცხოველია. საქართველოში მისი ერთადერთი ეგზემპლარი 1939 აღნიშნული იყო ბათუმის მახლობლად. თ. ს-ის სხეულის სიგრძე 3–3,8 მ აღწევს. მაკეობა 11 თვემდე გრძელდება. ჩვილის სიგრძე არის 120 სმ, მასა 20 კგ. იკვებება თევზებით და მსხვილი კიბოსნაირებით. მცირერიცხოვნობის გამო სარეწაო მნიშვნელობა არ აქვს. შეტანილია „საქართველოს წითელ ნუსხაში".