გომბორის უღელტეხილი, უღელტეხილი აღმოსავლეთ საქართველოში, გომბორის ქედიზე. სიმაღლე ზ. დ. 1620 მ. აგებულია ძირითადად ნეოგენური ასაკის ტერიგენული ნალექებით. შემოსილია მეორეული სუბალპ. მდელოებით. შიგნიკახეთს საავტ. გზით აკავშირებს გარეკახეთთან. 2009–2010 მოხდა გ. უ-ზე გამავალი გზის 55 კმ -იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, რამაც მანძილი და მოძრაობის ხანგრძლივობა თბილისიდან თელავამდე საგრძნობლად შეამცირა.
დ. უკლება