თოდუა ბონდო თადეოზის ძე

თოდუა ბონდო თადეოზის ძე (დ. 20. X. 1940 ზუგდიდი), ბიოლოგი, ბოტანიკოსი. ბიოლ. მეცნ. დოქტორი (1994), პროფესორი (1996). დაამთავრა საქართვ. სუბტროპ. მეურნეობის ინ-ტი (სსმი) (1964). იყო დირექტორის მოადგილე სამეცნ. დარგში (ქ. ოჩამჩირე, „აბნილოსი"), ბოტან. კათედრის გამგე (სსმი); 2005-იდან არის ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ-ის ზუგდიდის ფილიალის დირექტორის მოადგილე სასწ. და სამეცნ. დარგში და ბიოლ. კათედრის გამგე. გამოყვანილი და გამორჩეული აქვს ტყისა და დეკორაციულ მცენარეთა 4440-მდე ახ. ფორმა, რ-ებიც გაშენებულია ვ. გულისაშვილის სახ. თბილ. სამთო მეტყევეობის ინ-ტის აფხ. სამეცნ.-საკვლევ სატყეო სადგურის ტერიტორიაზე (ქ. ოჩამჩირე „აბნილოსი"), მათგან უმრავლესობა გადარჩენილია. თ-ს სამეცნ. კვლევის სფეროა ციტოლოგია, კერძოდ კარიოლოგია (ქრომოსომების კომპლექტის, ანუ კარიოტიპების შესწავლა). შეისწავლა 550-მდე მერქნიან მცენარეთა სახეობებისა და ფორმების კარიოტიპები. არის მრავალი სამეცნ. ნაშრომის ავტორი.