თაბაგრები, სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტის სარქველთუბნის თემში (იმერეთის მხარე), ჭიათურის პლატოზე. ზ. დ. 620 მ, ჭიათურიდან 9 კმ. 921 მცხ. (2002). სოფლის მიდამოებში არის კარსტული მღვიმეები: ჯვარის, ჯუდისის, ღამურების, კალაპოტაკლდის, ზეხას და სხვ.
წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVIII ს-ში. სოფლის სახელწოდება უნდა მომდინარეობდეს გვარისაგან – თაბაგარი.