თაბახი, ხის დიდი ლანგარი, გობის მსგავსი. ამზადებენ უმთავრესად თელის, ლეკის ხისა და წიფლისგან (ხალხის დაკვირვებით, წიფლის ხე ხელს უწყობს ცომის აფუებას). თ. სხვადასხვა ზომისა იყო. დიდი თ. ქადისა და ხინკლის ცომის მოსამზადებლად იხმარებოდა, პატარაში კი საფუარს ინახავდნენ და დამზადებულ ხინკლებს აწყობდნენ.
გ. გასიტაშვილი