თაბორი, ქართლის კათოლიკოსი დაახლ. VII ს. 30-იან წლებში. მისი კათოლიკოსობა ემთხვევა ადარნასეს ერისმთავრობას. მურვან ყრუს ლაშქრობაზე (735–736) თხრობისას ჯუანშერი წერს, რომ „მოსვლასა მისსა კათალიკოსი იყო თაბორ", რაც შეცდომაა. მცხეთის საკათოლიკოსო ტახტზე ამ დროს თ-ის სახელით კათოლიკოსი არ ჩანს.
ლიტ.: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2000.