თაგვეთი

თაგვეთი, სოფელი ხაშურის მუნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ცხრამუხის თემში (შიდა ქართლის მხა­რე), ­მტკვრის შუა ხეობის ვაკეზე, მდ. ­მტკვრის ­მარჯვ. ნაპირას. ზ. დ. 760 მ, ხაშურიდან 3 კმ. 103 მცხ. (2002).

სოფლის აღმ-ით, დაახლ. 300–400 მ-ზე, მდებარეობს ღვთისმშობლის ერთნავიანი ახ. ეკლესია. იგი დგას ძვ. ნაეკლესიარზე, რ-ისგანაც შემორჩენილია მხო­ლოდ ნახევარწრიული აფსიდის სამხრ. მხა­რე. ეკლესიის მახლობლად აღმოჩნდა ქვიშაქვის მოჩუქურთმებული ფილა – ძვ. ეკლესიის კანკელის ნაწილი, რ-იც სტილური ნიშნებით IX–X სს-ით თარიღდება.

ლიტ.: სა­ქარ­თვე­ლოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, წგ. 5, თბ., 1990