თაგვიკუდა

თაგვიკუდა (Myosurus), მცენარეთა გვარი ბაიასებრთა ოჯახისა. აერთიანებს 10-მდე სახეობას, რ-ებიც გავრცელებულია ევროპაში, ჩრდ. ამერიკაში, ჩრდ. აფრიკასა და ავსტრალიაში – უმთავრესად ზომიერ სარტყელში.

ს ა ­ქ ა რ ­თ ვ ე ­ლ ო ­შ ი გვხვდება თ-ის მხო­ლოდ 1 სახეობა. პატარა, 4–12 სმ-მდე სიმაღლის ერთწლოვანი ბალახია; ფესვის ყელთან შეკრებილი ვიწროხაზური ფოთლები აქვს. პატარა, ორსქესიანი, მომწვანო-ყვითელი ყვავილები სა­ყვავილე ღეროზე მარტოულია, გვირგვინის ფურცლები გადაქცეულია სანექტრეებად. იზრდება ქართლში, ყამირ ნიადაგებზე, გზებისა და რუების გაყოლებით, ხევების ფერდობებზე, მდელოებსა და დანესტიანებულ ველებზე. ზოგჯერ მასობრივად ვითარდება.

მ. გურგენიძე