თაგვისარა (Ruscus), მცენარეთა გვარი სატაცურისებრთა ოჯახისა. ორსახლიანი, დაბალი, მარადმწვანე, მხოხავფესურიანი ქონდარა ბუჩქია. ყლორტები გადაქცეული აქვს ფოთლისებრ, ზოგჯერ კლიან ფილოკლადოდიუმებად, რ-თა ძირშიც სხედან წვრილი ქერცლისებრი ფოთლები. აქვს წვრილი, მწვანე, ერთსქესიანი ყვავილები; სფერული, ხორცოვანი წითელი კენკრა ნაყოფი. გვარში 9 სახეობაა, რ-ებიც გავრცელებულია აზორის, კანარისა და მადეირის კებზე, აგრეთვე დას. ევროპაში.
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი თ-ს ორი სახეობაა: საკუთრივ თ. ანუ პ ო ნ ტ ო უ რ ი თ. (ღ. პონტიცუს), რ-იც იზრდება აფხაზეთის, სამეგრელოს, იმერეთის და ქართლის ტყის ქვედა სარტყლის ტყესა და ბუჩქნარში, და ძმერხლი ანუ კოლხური თ. (ღ. ცოლცჰიცუს), რ-იც გავრცელებულია აფხაზეთის, აჭარისა და ქართლის ტყესა და ბუჩქნარში. ორივე სახეობა დეკორატიულია.
მ. გურგენიძე