თაგინაური, მთა შუახევის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედზე, მდინარეების ბჟუჟის (ნატანების მარცხ. შენაკადი) და ნატანების ზემო დინებათა წყალგამყოფზე. სიმაღლე ზ. დ. 2668 მ. აგებულია შუაეოცენური ანდეზიტური ტუფბრექჩიებით. თ. გუმბათისებრი მოყვანილობისაა. ჩრდ. კალთაზე შემორჩენილია მეოთხეული გამყინვარების კვალი. კალთები ქვემოთ შემოსილია სუბალპ. ტყეებითა და მდელოებით, ზემოთ ალპ. მდელოებია.
ქ. ჯაყელი