თაგო

თაგო, სოფელი ხულოს მუ­ნი­ციპა­ლი­ტე­ტის ვაშლოვნის თემში (აჭარის არ), მდ. აჭარისწყლის ­მარცხ. მხა­რეს. ზ. დ. 1000 მ, ხულოდან 7 კმ. 366 მცხ. (2002).

სოფლის ტერიტორიაზე მიკვლეულია რკინის ზოდები. ვარაუდობენ, რომ თ. რკინის მეტალურგიის ერთ-ერთი კერა იყო.

ი. სიხარულიძე