თადეოზ მიტროპოლიტი, (ერისკაცობაში – მირიან გაიოზის ძე ი ო რ ა მ ა შ ვ ი ლ ი) (დ. 12. X. 1946, სოფ. ფლავი. ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი), სასულიერო მოღვაწე. 1968–73 სწავლობდა გორის ნ. ბარათაშვილის სახ. სახელმწ. პედ. ინ-ტში ისტორია-ფილოლ. ფაკ-ტზე, 1974–77 – მცხეთის სას. სემინარიაში. 1977 საქართვ. კათოლიკოს-პატრიარქ დავით VI-ის ლოცვა-კურთხევით აღიკვეცა ბერად. ამავე წლის 1 ივნისიდან დაინიშნა ალავერდის საკათედრო ტაძრის მღვდლად.
1978 წ. 2. აგვისტოს თ. მ. საქართვ. კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ ეკურთხა ეპისკოპოსად და დაინიშნა ბოდბის ეპარქიის მმართველად. მალევე გადაყვანილ იქნა წილკნის ეპისკოპოსად. 1979–80 მცხეთის სას. სემინარიის რექტორია. 1979 აყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში. 1979–83 განაგებდა მანგლისის, 1984–93 – აგარაკ-წალკის, 1993–95 – ცაგერისა და ლეჩხუმსვანეთის, 1995–2003 – ბოლნისისა და დმანისის, 2005 აპრილიდან თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიებს. 2013 ოქტომბრიდან მარაბდელი ეპისკოპოსია. 2010 წ. 2 აგვისტოს ებოძა მიტროპოლიტის პატივი.
დაჯილდოებულია წმ. გიორგის ორდენით (2007).