თაგილონი, სოფელი გალის მუნიციპალიტეტში (აფხაზეთის არ), სამურზაყანოს დაბლობზე, მდ. ენგურის მარჯვ. ნაპირას. თემის ცენტრი (სოფლები: თ., სალხინო). ზ. დ. 60 მ, გალიდან 15 კმ. 1,2 ათ. მცხ. (1989).
სოფელში, მდ. თაკიის (ენგურის შენაკადი) მარჯვ. ნაპირზე, მდებარეობს ე. წ. წიფურიას ნამოსახლარი. აქ აღმოჩენილია კერამ. ფრაგმენტები, რ-თა საშუალებით განისაზღვრება წიფურიას ბორცვის წარმოშობის ხანა – გვიანდ. ბრინჯაოს საწყისი ეტაპი (ძვ. წ. XV–XIV სს.).