თადეოზ სტეფანწმინდელი

თადეოზ სტეფანწმინდელი, თ ა ­თ ა  ს ტ ე ფ ა ნ წ მ ი ნ დ ე ლ ი, ერთ-ერთი ასურელი მამა. ქართლში მოვიდა ანტიოქიიდან VI ს. შუა წლებში იოანე ზედაზნელთან ერთად. ცხოვრობდა ზედაზნის მონასტერში. იქვე, ზედაზნის მთის ძირში, ააშენა მონასტერი. შემდეგ წლევის მთის მღვიმეში, ახლანდ. კასპის მახლობლად, დაუარსებია სტეფანწმინდის მონასტერი, სადაც დასაფლავებულია. მას მიეწერება აგრეთვე ურბნისში წმ. სტეფანეს ეკლესიის აშენება (იხ. აგრეთვე ასურელი მამები). შერაცხილია წმინდანად. წმ. თ. ს. მოიხსენიება 7 (20) მაისს ღირს იოანე ზედაზნელსა და მის ათორმეტ მოწაფეთა შორის.

ლიტ.: კ ე კ ე ლ ი ძ ე  კ., ეტიუდები ძველი ქარ­თუ­ლი ლიტერატურის ისტორიიდან, [ტ.] 1, თბ., 1956; ჯ ა ვ ა ხ ი ­­ შ ვ ი ­ლ ი  ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 1, თბ., 1979 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 1); ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი, თბ. – ათენი, 2003.

ბ. ლომინაძე