თადუმაძე თამაზ აბესალომის ძე

თადუმაძე თამაზ აბესალომის ძე (დ. 6. XII. 1947, სოფ. ხუნჯულაური, ახლანდ. სამტრედიის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი), მათემატიკოსი. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1985), პროფესორი (1996). 1970 დაამთავრა ივ. ჯავახი­შვი­ლის სახ. თსუ. 1973–2006 მუშაობდა თსუ-ის ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათ. ინ-ტში. 1992-იდან არის თსუ-ის პროფესორი. თ-ის სამეცნ. კვლევების მიმართულებებია: ოპტიმალურო­ბის აუცილებელი პირობები, არსებობის თეორემები, რეგულ. შეშფოთებები და მიახლოებითი მეთოდები ფუნქციონალურ-დიფერენციალური განტოლებების შემცველი ოპტიმალური მართვის ამოცანებისათვის; კოშის ამოცანის კორექტულობა, ამონახსნის ვარიაციის ფორმულები და შებრუნებული ამოცანები ფუნქციონალურ-დიფერენციალური განტო­ლებებისათვის. მიღებული აქვს სა­ქარ­თვე­ლოს მეცნ. ეროვნ. აკადემიის ა. რაზმაძის სახ. პრემია (2001).

თხზ.: Абстрактная вариационная теория и ее приминения к оптимальным задачам с запаздываниями, Тб., 1973 (თანაავტ.: Г. Л. Харатишвили, З. А. Мачаидзе, Н. И. Маркозашвили); Некоторые вопросы качественной теории оптимального управления, Тб., 1983.