თავად-აზნაურთა წინამძღოლი (მარშალი), რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ (1801) გუბერნიისა და ცალკეული მაზრების თავად-აზნაურთა წოდებრივი ორგანიზაციის არჩევითი თანამდებობა საქართველოში. არსებობდა ქართვ. თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოს დაარსების დროიდან (1803). თ.- ა. წ-ს ირჩევდნენ 3 წლით თავად-აზნაურთა ყრილობაზე, რ-იც 3 წელიწადში ერთხელ იმართებოდა. თ.-ა. წ-ის უფლება-მოვალეობას შეადგენდა, თავადაზნაურობის საჭიროებათა დაკმაყოფილების მიზნით მიემართა ან ეშუამდგომლა „საქართველოს უზენაეს მთავრობასთან" ან რუს. მთავრობის უმაღლეს ორგანოებთან.
დ. გოგოლაძე