თაბუკაშვილი კარლო ფილიმონის ძე (5.IV.1925, თბილისი, – 24.IX. 2004, იქვე), ინჟინერ-მექანიკოსი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1991), პროფესორი (1992), საქართვ. საინჟ. აკად. ნამდვილი წევრი (1992). 1948 დაამთავრა სპი, საინჟ.-სატრანსპ. ფაკ-ტი. 1948–51 მუშაობდა ქ. ვლადიმირში წყალმომარაგების სექტორის ინჟინრად. შემდგომ საქართვ. მეცნ. აკად. წყალთა მეურნეობის სამეცნ.-კვლ. ინ-ტშია. 1972-იდან სიცოცხლის ბოლომდე სტუ-ში თეორ. მექან. კათედრაზე ეწეოდა პედ. საქმიანობას.
თ-ის კვლევები ეხება ჰიდროტექნიკაში ჰიდრავლიკური პრობლემების გადაწყვეტას და მის დანერგვას პრაქტიკაში. მის მიერ გამოკვლეული ჰიდრავლიკური გაანგარიშების მეთოდები შესულია სსრკ-ის წყალთა მეურნეობის საპროექტო ინ-ტების რეკომენდებულ ნორმატივებში. არის მრავალი სამეცნ. ნაშრომის ავტორი.
თხზ.: Бездействие ветра на русловой поток и оценка изменения его гидравличе- ской структуры, Тб., 2002.