თამარისი

თამარისი, დაბა ბოლნისის მუნიციპალიტეტში (ქვემო ქარ­თლის მხა­რე), მარნეულის ვაკეზე, მდ. ხრამის ­მარცხ. ნაპირას. ტერიტორიული ორგანოს ცენტრი (სოფლები: ფარიზი, ცურტავი). ზ. დ. 400 მ, ბოლნისიდან 20 კმ, მარნეულიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 5 კმ. 434 მცხ. (2002). დაბა წარმოიქმნა 1982 თამარისის მეფრინველეობის ფ-კის მშენებლობასთან დაკავშირებით.

დ. სვანიძე