თამარისი

თამარისი (1944-მდე – ტ რ ა ­ უ ბ ე ნ ბ ე რ გ ი), სოფელი მარნეულის მუნიციპალიტეტში (ქვემო ქარ­თლის მხა­რე), მარნეულის ვაკეზე, მდ. ხრამის ­მარცხ. მხარეს. თემის ცენტრი (სოფლები: თ., ალავარი, ახალი დიოკნისი). ზ. დ. 380 მ, მარნეულიდან 11 კმ. 1,7 ათ. მცხ. (2002).

სოფელში ნაპოვნია გვიანდ. ენეოლითისა და ადრინდ. ბრინჯაოს ხანის დასაწყ. (ძვ. წ. IV ათასწლ. ბოლო მეოთხედი) სამარხი – აკლდამა. გაითხარა 1960 (ხელმძღვ. გ. ფხაკაძე). წარმოადგენს ქვატეხილით ამოშენებულ ოვალურ ორმოს, რ-საც სამხრ-ით საფეხურებიანი (ჩასასვლელი – დრომისი) აქვს. სამარხი კოლექტიურია. ჩონჩხები ეყარა უსისტემოდ. აღმოჩნდა არათანაბრად გამომწვარი თიხის 15 ჭურჭელი (შვერილკოპებიანი ჯამები და ცილინდრულყელიანი, მრგვალმუცლიანი ცალყურა კოჭბები, რ-თაგან ორზე ამოკაწრულია სწორხაზოვანი ორნამენტი).

თ-ის მსგავსი მასალა სა­ქარ­თველო­ში მრავლადაა აღმოჩენილი მტკვარ-არაქსის კულტურის ადრეული ეტაპის ძეგლებზე (კიკეთი, სამშვილდე, დიდუბე, კოდა, გომარეთი).

ლიტ.: ფხაკაძე გ., ქვემო ქართლის ენეო­ლითი, თბ., 1963.

გ. ფხაკაძე