თამარის ციხე

თამარის ციხე, ამ სახელწოდებით საქართველოში ცნობილია რამდენიმე ციხე, რ-ებსაც ხშირად ხალხის მიერ მეტსახელად შერქმეული აქვს თამარის სახელი. მათ შორისაა: 1. შუა საუკ. ციხე ბათუმში (იხ. ბათუმის ციხე); 2. თ. ც. ს ა მ ც ხ ე შ ი, დგას კურცხანისა და აბასთუმნის ხევებს შუა მდებარე გორაკზე. იგი 50 მ.×10 მ. ფართობის ქვითკირის ნაგებობაა.

ლიტ.: ბოჭორიძე გ., მოგზაურობა სამცხე-ჯავახეთში, თბ., 1992.

ზ. ცინცაძე