თამარ მეფის ისტორიკოსები, XII–XIII სს. ორი უცნობი ავტორი, რომელთაც ეკუთვნით თხზულებები საქართველოს მეფის თამარის შესახებ. პირველი ისტორიკოსის თხზულებაში აღწერილია ძირითადად თამარის, ხოლო მოკლედ – მისი მამის, გიორგი III-ის ისტორია. რადგან სათაური დაკარგულია, ივ. ჯავახიშვილმა მას უწოდა „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი".
თამარ მეფის მეორე ისტორიკოსს ეკუთვნის თხზულება „ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი" (სათაური პირობითია), რ-შიც აღწერილია ამ გვირგვინოსნის მეფობის მთელი ისტორია.