თავართქილაძე კუკური ანდროს ძე

 

თავართქილაძე კუკური ანდროს ძე (დ. 17. XII. 1932, სოფ. ვაკიჯვარი, ახლანდ. ოზურგეთის მუნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი), ფიზიკოსი, საქარ­თვე­ლოს ეროვნული პრემიის ლაურეატი (2009). ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1985), პროფესორი (1989). 1955 დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი. 1956–71 მუშაობდა თბილ. ჰიდრომეტეოროლ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტში სხვა­დასხვა თანამდებობაზე. 1971 მუშაობა დაიწყო ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრ. ინ-ტში კლიმ. ცვლილების ლაბორატორიის გამგედ, 1979 აქვე ჩამოაყალიბა და ხელმძღვანელობდა კლიმატოლოგიისა და ბუნებრივი პროცესების მათ. მოდელირების განყ-ბას; ამჟამად ინ-ტის მთ. მეცნიერი თანამშრომელია.

თ-ის სამეცნ. შრომები ეხება კლიმ. ცვლილების, ­ატმოსფეროს გაჭუჭყიანებისა და ­რადიაციული გამო­კვლე­ვების სამეცნ. მიმართულებებს. თ-მ ერთ-ერთმა პირველმა შექმნა ატ­მოს­ფეროს გაჭუჭყიანების განსაზღვრის დისტანციური მეთოდი, გამოიკვლია თავისუფალი ატმოსფეროს თერმული სტრატიფიკაციის გავლენა სეტყვის წარმოქმნის პროცესზე. შექმნა ხელსაწყო „ნიადაგის ზედაპირის ტემპერატურის თერმოელექტრული თვითმწერი", რ-იც დანერგილი იყო საბჭ. კავშირის ჰიდრომეტეოროლოგიურ ქსელში.

თ. 1980–91 იყო საკავშ. მეცნ. აკად. რადიაციის შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის წევრი, 2005-იდან არის აშშ-ის ბიბლიოგრ. ინ-ტის სამეცნ. საბჭოს საზღვარგარეთელი წევრი. დაჯილდოებულია „ამერიკის ღირსების მედლით" (2002). ბოლო წლებში გამოქვეყნებული სა­ქართვ. ჰავის ცვლილების ამსახველი სამეცნ. შრომათა ციკლისათვის მიენიჭა სა­ქართვ. ეროვნ. პრემია.