თავასა

თავასა, სოფელი თერჯოლის მუნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის თუზის თემში (იმერეთის მხა­რე), იმერეთის ჩრდ. მთისწინეთში, მდ. ძუსის (ჩოლაბურის მდგენელი) ზემოწელში. ზ. დ. 400 მ, თერჯოლიდან 18 კმ, ზესტაფონიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 21 კმ. 392 მცხ. (2002).

თ. წყა­როებში პირველად მოხსენიებულია XVII ს-ში (ალექსანდრე III იმერთა მეფის 1645 წყალობის ერთ სიგელში), ხოლო ვახუშტი ბატონიშვილს (XVIII ს.) რუკაზე დატანილი აქვს თ-ის ციხე-დარბაზი.

თ-ში შემორჩენილია ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლი, განვითარებული შუა საუკუნეების სამების ერთნავიანი ეკლესიის ნანგრევები. ძეგლი ნაშენია დიდი თლილი ლოდებითა და კირით. გადახურულია ლორფინით. შესასვლელები სამხრ-იდან და დას-იდან აქვს. შიგნით ეკლესია მოხატულია, გამოსახული არიან სას. და საერო პირები. არის ასომთავრული წარწერები.