თავაძე ამბროსი გიორგის ძე (10. IX. 1900, მთისძირი, ახლანდვანის მუნიციპალიტეტი, – 5. V. 1961, თბილისი), ფილოსოფოსი. ფილოს. მეცნ. დოქტორი (1955), პროფესორი (1958). დაამთავრა სამტრედიის გიმნაზია (1921), თსუ-ის პედაგოგიური ფაკ-ტის ფილოსოფიის განყ-ბა (1926). 1926– 31 მუშაობდა სკოლის მასწავლებლად, 1931–38 იყო თსუ-ის თანამშრომელი, 1958-იდან გარდაცვალებამდე – პროფესორი. შეთავსებით იყო თსუ-ისა (1944) და საქართვ. მეცნ. აკად. ფილოსოფიის ინ-ტის (1945–53) სწავლული მდივანი.
თ-ის მოღვაწეობის ძირითადი სფეროები: ესთეტიკა და ესთეტიკის ისტორია, რელიგ. ფილოსოფია.
თხზ.: მშვენიერების პრობლემა პლატონის ფილოსოფიაში, თბ., 1938; რელიგია და იდეალიზმი, თბ., 1936; ი. ჭავჭავაძის ფილოსოფიური და ესთეტიკური შეხედულებანი, თბ., 1954; ხელოვნების ხალხურობისა და იდეურობის საკითხი ბელინსკის ესთეტიკაში, თბ., 1959.
დ. კალანდაძე