თავდაუწერელი, ყმათა კატეგორია შუა საუკუნეების საქართველოში, იხსენიება აღბუღას სამართლის წიგნში (XIII–XIV სს.). იგი „ნებიერის" კატეგორიაა – თავისი ნებით მიდიოდა ახ. ბატონთან, მაგრამ მათი ურთიერთობა არ ფორმდებოდა წერილობით. ძვ. ბატონი თ-ზე უფლებებს არ კარგავდა, პოვნის შემთხვევაში უკანვე იბრუნებდა, მაგრამ თ-ის ოჯახს არ ეხებოდა – ცოლ-შვილი ადგილზე რჩებოდა.
ლიტ.: მ ე გ რ ე ლ ა ძ ე დ., საქართველოს გლეხობა XIII–XV საუკუნეებში, თბ., 1991.
დ. მეგრელაძე