თავდაცვის ეროვნული აკადემია დავით აღმაშენებლის სახელობისა , „დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია“. სასწავლო უნივერსიტეტის სტატუსის მქონე უმაღლესი სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულება. შეიქმნა როგორც საქართვ. თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხ. აკადემია 1993 წ. 28 მაისს საქართვ. ხელისუფლების გადაწყვეტილებისა და თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე; 2001-იდან ეწოდება თ. ე. ა. იგი პირველი ქართ. იუნკერთა სკოლის მემკვიდრეა, რ-იც დაარსდა 1919, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ. აკადემია განთავსებული იყო ყოფ. თბილ. უმაღლესი საარტ. სასწ. ყაზარმებში, თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე 2008-იდან აკადემია განთავსებულია ქ. გორში.
თ. ე. ა-ში ფუნქციონირებს შემდეგი სკოლები: საბაკალავრო, უმცრ. ოფიცერთა ძირითადი მომზადების, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის ოფიცერთა მომზადების, სამედ. სფეროს ოფიცერთა მომზადების, კაპიტნის საკარიერო, სამეთაურო-საშტაბო, თავდაცვის უმაღლესი და ენობრივი მომზადების სკოლები.
თ. ე. ა-ში ჩარიცხვის შემთხვევაში მსმენელები თავდაცვის სამინისტროსთან აფორმებენ 10-წლიან ხელშეკრულებას, რ-იც ითვალისწინებს 4-წლიან სწავლებასა და 6-წლიან სამხ. საკონტრაქტო სამსახურს. სწავლის დასრულების შემდეგ მსმენელი იღებს ლეიტენანტის წოდებას. თ. ე. ა. ახორციელებს 8 საბაკალავრო და 4 სამაგისტრო საგანმან. პროგრამას. ამჟამად მოქმედია 7 საბაკალავრო პროგრამა: სამხ. ინჟინერია; ჯავშანსატანკო შეიარაღება და ტექნიკა; საარტ. საქმე; სამხ. კავშირგაბმულობა; სამხ. ლოჯისტიკა; საჰაერო თავდაცვის შეიარაღება და ტექნიკა; საერთო-საჯარისო მართვა.
თ. ე. ა-ში მოქმედებს მაგისტრატურის საგანმან. პროგრამები: თავდაცვის ანალიზი, ევრ. უსაფრთხოების კვლევები, თავდაცვის რესურსების მართვა, კიბერუსაფრთხოება.
თავდაცვის ანალიზის სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს ენიჭება თავდაცვის ანალიზის მაგისტრის ხარისხი; ევრ. უსაფრთხოების კვლევების სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ – უსაფრთხოების კვლევების მაგისტრის ხარისხი; თავდაცვის რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ – ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი; კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ – კიბერუსაფრთხოების მაგისტრის ხარისხი.
თ.ე.ა-ის საგანმან. პროგრამების განხორციელებაში მონაწილეობას იღებენ: აკად. პერსონალი, სამხ. ინსტრუქტორები, მოწვეული სპეციალისტები და მასწავლებლები, რ-თაც აქვთ საგანმან. პროგრამების სწავლების შედეგების მისაღწევად აუცილებელი კომპეტენცია, საგანმან. პროგრამის პროფილის შესაბამისი აკად. ხარისხი, სწავლებისა და კვლევის გამოცდილება.
თ.ე.ა-ში მოქმედებს აგრეთვე: 1) სამეთაურო-საშტაბო კოლეჯი (თავდაცვის უმაღლესი სკოლა და სამეთაურო-საშტაბო სკოლა); 2) ოფიცერთა საკარიერო სკოლები (კაპიტნის საკარიერო უმცროს ოფიცერთა ძირითადი მომზადების, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის ოფიცერთა ძირითადი მომზადების, სამხ. სამედ. ოფიცერთა მომზადების სკოლები); 3) ენობრივი მომზადების სკოლა.
ს ა მ ე თ ა უ რ ო - ს ა შ ტ ა ბ ო კ ო ლ ე ჯ ი ს თავდაცვის უმაღლესი სკოლა უზრუნველყოფს სტრატეგიული და ოპერატიული დონის განათლებას საქართვ. შეიარაღებული ძალების ოფიცრებისა და პარტნიორი ქვეყნებისთვის. თავდაცვის უმაღლეს სკოლაში სამოქალაქო სტუდენტებსაც შეუძლიათ სწავლის გაგრძელება. სკოლა წარმოადგენს სამაგისტრო საფეხურს, სადაც საბრძოლო მოქმედებების წარმოების ხელოვნება სავალდებულო მიმართულებაა მხოლოდ სამხ. მოსამსახურისთვის.
სამეთაურო - საშტაბო სკოლა უზრუნველყოფს ბატალიონის მეთაურისა და ბრიგადის შტაბის ოფიცრის დონის საშუალო სამხ. განათლებას. სამხ. მოსამსახურისათვის აღნიშნული კურსის გავლა სავალდებულოა თავდაცვის უმაღლეს სკოლაში სწავლის გასაგრძელებლად. ოფიცერთა საკარიერო ს კ ო ლ ე ბ ი ს კაპიტნის საკარიერო სკოლა ამზადებს ასმეთაურებსა და ბატალიონის შტაბის ოფიცრებს. ოფიცერთა ს ა კ ა რ ი ე რ ო ს კ ო ლ ე ბ ი ს უმცროს ოფიცერთა ძირითადი სკოლა ამზადებს ოცმეთაურებს სხვადასხვა სამხ. მიმართულებით და საბაკალავრო სკოლის მსმენელებს, ატარებს 18-თვიან სამხ. კურსს სერჟანტებისა და სამოქალაქო პირებისათვის, რ-თაც უკვე აქვთ ბაკალავრის ხარისხის სამოქალაქო განათლება. ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის ოფიცერთა ძირითადი სკოლა ამზადებს სერჟანტებსა და ბაკალავრის ხარისხის მქონე სამოქალაქო პირებს. ოფიცერთა საკარი ე რ ო ს კ ო ლ ე ბ ი ს სამხ. სამედ. ოფიცერთა სკოლა ამზადებს ოფიცრებს, სერჟანტებსა და ბაკალავრის ხარისხის მქონე სამოქალაქო პირებს. 3) ენობრივი მომზადების სკოლა სტუდენტებს აძლევს საშუალებას, შეისწავლონ უცხო ენები და აიმაღლონ კვალიფიკაცია სხვადასხვა პროგრამისა და კურსის საშუალებით.
თ.ე.ა-მ მიიღო საჯარო სამართლის იურიდ. პირის სტატუსი. ამავდროულად, იგი მჭიდროდ თანამშრომლობს განათლებისა და მეცნ. სამინისტროსთან ბოლონიის პროცესის წესების შესაბამისად. თ.ე.ა-ის რექტორია ი. გეგეჭკორი