თავდგირიძე ალი-საიფ-ფაშა (1827, თალასი, – 1891, სტამბოლი), ოსმალეთის ჯარის მარშალი (მუშირი). დაიბადა ქართვ. მუჰაჯირის ოჯახში. მსახურობდა მანასტირის სამხ. გუბერნატორად, სამხ. არსენალის უფროსად, უმაღლეს სამხ. მოსამართლედ. კოსოვოს ოლქის ჯარების მეთაურად.
გარდაიცვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. დაკრძალულია სტამბოლში, ჩემბერლითაშის სასაფლაოზე.
ლიტ.: ქ ა ს ა ბ ი მ., ოსმალეთის ქართველები, თურქულიდან თარგმნეს გ. გუნიავამ და ე. შექერჯიმ, სტამბოლი, 2012.
რ. სურმანიძე