თავდგირიძეები

თავდგირიძეები, ფეოდალური საგვარეულო სამხრეთ სა­ქარ­თველო­ში. მათი უძვ. წარმომადგენელი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპების ნუსხებში იხსენიება. ფოცხვერა თაგდირიძის აღაპს ნ. მარი XI–XII სს-ით ათარიღებს. შემ­დგომი მოხსენიება XIV საუკუნისაა. გვხვდება სხვადასხვა ვარიანტებით: თაგდირიძე, თაქთირიძე, თადგირიძე და სხვ. ოსმალთა მიერ სამცხე-საათაბაგოს დაპყრობის შემდეგ თ-ის საგვარეულო სა­­ქართვ. სხვა­და­სხვა მხა­რეში (ქართლი, იმერეთი, გურია) გაიფანტა. გიორგი III გურიელმა თ-ს ქვემო გურიაში უბოძა ყმა-მამული.

XVII–XVIII სს-ში თ-ს გურიის სამთავროს ბოქაულთუხუცესის სახელო ეკავათ, შემდეგ გურიის მსაჯულთუხუცესები იყვნენ. თ-ის სათავადო მოიცავდა აჭყვის, კინტრიშის, სუფსისა და ჩაქვის ხეობათა სოფლების ნაწილს. აქვე ჰქონდათ მათ ციხესიმაგრეები, მონასტერი (ხინო), საყდრები, საცხოვრებელი და სამეურნეო სახლები.

XVIII ს. 40-იან წლებში გიორგი თავდგირიძე დაემოყვრა „რიზეს ზევით რიონამდე" ოსმალთაგან მიღებული ტერიტ. მფლობელ შერვაშიძეს. ამის შემდეგ სათავდგირიძოს მამულებად იქცა ახალშენი, გონიო, სამება, ყოროლისთავი... XVII–XVIII სს. მიჯნაზე თ-ის ერთი შტო გონიოს სანჯაყს განაგებდა. რუსეთ-ოსმალეთის 1768–74 ომის დროს ქობულეთის სარდალ-მოურავი მ ა ­მ უ კ ა თავდგირიძე (სოლომონ I-ის სიძე) აქტიურად იბრძოდა ოსმალთა წინააღმდეგ. ქუჩუქ-კაინარჯის ზავის (1774) შემდეგ, როდესაც ქვემო გურია ოსმალებმა დაიკავეს, მამუკა ცოლ-შვი­ლითა და ამალით საჯავახოში გადავიდა და შუა გურიაში დამკვიდრდა. თ-ის ერთი ნაწილი სოფ. აკეთში დასახლდა, სადაც მათ ჰქონდათ ციხესიმაგრე, საყდარი; ეკუთვნოდათ აცანა, გაგური, ზომლეთი და სხვ. სახნავ-სათესს ფლობდნენ კინტ­რიშის ხეობაშიც. თ-ის სახლის უფროსს ლაზისტანის სანჯაყში ოსმალებმა კინტრიშის მუდირობა უბოძა. მამუკას ვაჟი მ ა ქ ს ი მ ე, რ-საც თურქებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, გამაჰმადიანდა, ს უ ლ ე ი ­ მ ა ნ ა დ იწოდა. თურქებმა იგი ქობულეთის სანჯაყის გამგებლად დანიშნეს. 1850 მამუკას მემკვიდრეებს რუს. მთავრობამ თავადთა წოდება დაუმტკიცა. XIX ს. შუა წლებში თ-ის ერთი შტო ქვემო აჭარას განაგებდა (რეზიდენცია ქედაში). „აჭარელ ოსმან-ფაშად" წოდებული 1878 თურქეთში გადასახლდა. თ-ის ნაწილი სტამბოლის მიდამოებში დასახლდა, საგვარეულოდან არაერთი ცნობილი მოღვაწე, სარდალი, დიპლომატი გამოვიდა.

ლიტ.: ს ი ხ ა რ უ ლ ი ძ ე  ფ., სათავდგირიძოთა საგვარეულოს უძველესი ისტორიიდან, {ლიტერატურული აჭარა}, 1962, N4; М а р р  Н., О раскопках в Ани, СПб., 1907.

ფ. სიხარულიძე

ქ. ჩხატარაი­შვი­ლი