თავდიდიანი, ისტორიული სოფელი ქვემო ქართლში, დმანისის ხეობაში, ბალიჭის ხევის მარცხ. მხარეს. სახელწოდება აზნაურ თავდიდიშვილებს უნდა უკავშირდებოდეს. XVII ს-ში თ. სადედოფლო სოფელი იყო. 1792 თ. ფეოდალ ზურაბიშვილების მფლობელობაში იყო. გვიანდ. შუა საუკუნეების ადმ.-ტერიტ. დაყოფით თ. ქართლის სამეფოს I, ანუ „მეწინავე" სადროშოს, შემადგენლობაში შედიოდა.
ლიტ.: ლ ო რ თ ქ ი ფ ა ნ ი ძ ე ი., ქვემო ქართლი XVIII საუკუნის I მეოთხედში, ნაწ. 3–4, თბ., 1938.
ზ. ცინცაძე