„თავი ბეგარა“

„თავი ბეგარა“, მიწაზე დადებული ნატურალური გადასახადის ძირითადი სახეობა. იგი განსაზღვრული იყო მიწის ოდენობით და გლეხების ეკონ. შესაძლებლობით. „თ. ბ-ის" რაობა და რაოდენობა თითოეული გლეხისათვის ინდივიდუალური იყო და მებეგრე გლეხის აუცილებელ გადასახადს წარმოადგენდა. იგი არ ევალებოდა მსახურთა ნაწილს და გააზატებულ გლეხებს (მთლიანად ან ნაწილობრივ). დას. სა­ქართვ. საბეგრო ნუსხებში თავში დასახელებული იყო უსახელო ბეგარა „თ. ბ." იგი შეიძლებოდა ყოფილიყო: ღორი (მოგვიანებით საკლავი, როგორც ღორი, ასევე ძროხა – მსხვილფეხა რქოსანი საქონელი), ქათამი, ღვინო, ღომი, პური... სამეგრელოში „თ. ბ." XIX ს. შუა ხანებშიაც არის დადასტურებული.

ლიტ.: მ ე გ რ ე ლ ა ძ ე  დ., ლ ო რ თ ქ ი ფ ა ­ნ ი ძ ე  მ., ა კ ო ფ ა ­შ ვ ი ­ლ ი  გ., ს ო ს ე ლ ი ა  ო., ნარკვევები ფეოდალური სა­ქარ­თვე­ლოს გლეხობის ისტორიიდან, თბ., 1967; მ უ ს ხ ე ლ ი ­შ ვ ი ­ლ ი  ლ., დასავლეთ სა­ქარ­თვე­ლოს გლეხობის სოციალურ-ეკონომიური კატეგორიები XVI–XVII სს., {ენიმკის მოამბე}, 1940, ტ. 5–6; სოსელია ო., ფეოდალური ხანის დასავლეთ სა­ქართვე­ლოს ისტორიიდან (სათავადოების სისტემა), თბ., 1966.

დ. მეგრელაძე